суббота, 12 июля 2014 г.

რა უნდა უთხრათ ბავშვს

რა უნდა უთხრათ, ჰკითხოთ, მოუყვეთ და აჩვენოთ ბავშვს, იმისათვის, რომ ის ბედნიერი და სრულფასოვანი ადამიანი გაიზარდოს
უთხარით თქვენს შვილს:
1. მე შენ მიყვარხარ.
2. მე შენ ყველაფრის მიუხედავად მიყვარხარ.
3. მე შენ მაშინაც მიყავრხარ, როცა ჩემზე გაბრაზებული ხარ.
4. მე შენ მაშინაც მიყარხარ, როცა შენზე გაბრაზებული ვარ.
5. მე შენ მაშინაც მიყვარხარ, როცა შორს ხარ ჩემგნ. ჩემი სიყვარული მუდამ შენთან არის. ...
6. არჩევანის საშუალება რომ მქონდეს, მიყვარდეს ნებისმიერი ბავშვი დედამიწაზე, მე მაინც შენ აგირჩევდი.
7. მიყვარხარ ცამდე.
8. გმადლობ.
9. ძალიან მომეწონა დღეს შენთან ერთად თამაში.
10. დღის განმავლობაში ყველაზე სასიამოვნო რაც ჩემთვის მოხდა, შენთან გატარებული დრო იყო.
მოუყევით:
11. მისი დაბადების ისტორია;
12. იმის შესახებ, როგორ უვლიდით და ეალერსებოდით, როცა ძალიან პატარა იყო.
13. როგორ ურჩევდით მას სახელს, როცა დაიბადა.
14. საკუთარი ბავშვობის შესახებ.
15. იმის შესახებ, როგორ გაიცნეს ერთმანეთი მისმა ბაბუამ და ბებიამ.
16. რომელია თქვენი საყვარელი ფერები.
17. რომ ხანდახან რთულია ცხოვრება.
18. იმის შესახებ, რომ როცა ხელიხელჩაკიდებული მიდიხართ და სამჯერ მაგრად მოუჭერთ ხელს, ეს კოდია და ნიშნავს – "მიყვარხარ".
19. რა გეგმები გაქვთ.
20. თქვენი საქმიანობის შესახებ.

მოუსმინეთ:
21. თქვენს შვილს მანქანაში.
22. რას გიყვებათ თავის სათამოშოებზე და დაფიქრდით, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის.
23. შეკითხვას, რომელიც თქვენი შვილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
24. ერთი წუთით მეტხანს, ვიდრე თქვენი მოთმინება ამის საშუალებას გაძლევთ.
25. მის გრძნობებს, რომლებსაც სიტყვებით ვერ გამოხატავს.

ჰკითხეთ:
26. რას ფიქრობ, რატომ მოხდა ასე?
27. როგორ ფიქრობ, რა იქნებოდა, რომ... ?
28. როგორ გავარკვიოთ ჩვენ ეს?
29. რაზე ფიქრობ?
30. რომელია შენი ყველაზე სასიამოვნო მოგონება მთელი დღის განმავლობაში?
31. როგორ ფიქრობ, როგორი გემო აქვს "ამას"?

აჩვენეთ:
32. როგორ უნდა გააკეთოს რაიმე ისე, რომ არ აეკრძალოს მისი კეთება.
33. როგორ დაუსტვინოს.
34. როგორ აჩეხოს კარტი, გააკეთოს მისგან მარაო/სახლი.
35. როგორ დაჭრას პროდუქტები.
36. როგორ დაკეცოს ტანსაცმელი.
37. როგორ მოძებნოს ინფორმაცია, როცა თქვენც არ იცით მასზე პასუხი.
38. როგორ გიყვართ მისი მამა/დედა.
39. როგორ მოუაროს თავს, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

გამოყავით დრო:
40. იმისათვის, რომ ნახოთ, როგორ აშენებენ სათამაშო მოედნებს.
41. რომ მიფრინავენ ფრინველები.
42. რომ ერთად მოამზადოთ სადილი.
43. ერთად იაროთ სხვადასხვა ადგილას.
44. რომ ერთად შეასრულოთ საშინაო დავალებები.
45. რომ უბრალოდ დაჯდეთ თქვენს შვილთან ერთად და უყუროთ, როგორ თამაშობს ის.

გაახარეთ ბავშვი:

46. სიურპრიზებით.
47. ჩაუდეთ შოკოლადი ბლითში.
48. დაუდეთ თეფშზე საჭმელი სმაილის ფორმით.
49. გააკეთეთ რაიმე ხმოვანი ეფექტი, როცა მას რაიმეს გაკეთებაში ეხმარებით.
50. ითამაშეთ მასთან ერთად იატაკზე.

Комментариев нет:

Отправить комментарий