четверг, 10 июля 2014 г.

როგორი უნდა იყოს ბიჭის ოთახი - რჩევები მშობლებს

როგორი უნდა იყოს ბიჭის ოთახი - რჩევები მშობლებს
ბიჭუნას ოთახის დიზაინი ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გოგონასი. ბიჭს არანაკლები ფანტაზიები და მოთხოვნები აქვს და სულაც არ უნდა, რომ მისი ოთახი მოსაწყენი იყოს ან სპარტანულად გაფორმებული. მინიმალიზმი აქაც უპირატესია, მაგრამ მაინც კარგად უნდა იყოს გააზრებული.
ბიჭის ოთახის დიზაინისთვის მრავალგვარი ვარიანტი არსებობს. როდესაც აირჩევთ „თემას“ და ფერებს, შეიძლება, ოპტიმალური...
გადაწყვეტილება მიიღოთ თქვენი შვილის ასაკის, აქტივობის გათვალისწინებით და რასაკვირველია, საცხოვრებელი ფართის შესაძლებლობების ფარგლებში. თემა შეიძლება, ბავშვთან ერთად ვითარდებოდეს და იხვეწებოდეს.
ბიჭუნას ოთახი (რომელიც თან უნდა იყოს მისი საძინებელი, სათამაშო, საექსპერიმენტო ადგილი) ისე უნდა იყოს გაფორმებული, რომ მას ამაყად შეეძლოს იქ თავისი მეგობრების დაპატიჟება და მათთან ერთად თამაში.
თემა მისი უპირატესობებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ _ ზოგს მანქანები უყვარს, ზოგს _ ტექნიკა, ფეხბურთი, სუპერგმირები მულტფილმებიდან. ოთახი ის ტერიტორიაა, სადაც ბიჭი თავის სამყაროში უნდა იყოს და ყველაფერი მის ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს _ კედლებიდან შეიძლება იცქირებოდნენ მისი საყვარელი სუპერგმირები, საწოლს შეიძლება, მანქანის ფორმა ჰქონდეს, კომოდი ფეხბურთის ბურთს ჰგავდეს და ა.შ.

mshoblebi

როგორც ყველა ოთახში, აქაც ინტერიერის დაგეგმვა გეგმის შემუშავებიდან იწყება. აუცილებლად უნდა დაყოთ ოთახი „ზონებად“: საძინებელ ზონაში უნდა იდგეს საწოლი და პატარა ტუმბო. ასაკის მიხედვით უნდა გამოუყოთ ბავშვს სათამაშო ზონა ან სასწავლო ზონა. თუ შედარებით უფროსია, უნდა ჰქონდეს დასასვენებელი ოთახი, თავისი ტელევიზორით. ავეჯი უნდა იყოს მყარი, უსაფრთხო და ეკოლოგიური. უსაფრთხოება და სიმყარე მაინც უპირატესია, რადგან ბიჭებს ერთ ადგილზე ვერ გააჩერებთ _ თამაშის დროს შეუძლია ახტეს ავეჯზე, მიეხეთქოს, დაეჯახოს, ირბინოს ოთახში. ამ ალიაქოთში არც ბავშვი უნდა დაზარალდეს და არც ავეჯი.
ავეჯი რაც შეიძლება მცირე ადგილს უნდა იკავებდეს, რომ მაქსიმალური სივრცე დარჩეს თამაშისთვის. თუ ოთახი პატარაა, ჯობს აირჩიოთ ასაკეც-დასაკეცი, გასაწევ-გამოსაწევი ავეჯი.

Комментариев нет:

Отправить комментарий