пятница, 11 ноября 2016 г.
როგორ გავხდეთ შვილისთვის ავტორიტეტი?
суббота, 15 октября 2016 г.
25 გზა, როგორ გავიგოთ რა ხდება ბავშვთან სკოლაში
ისე, რომ არ ვკითხოთ: „აბა რა ხდებოდა სკოლაში“?
თუკი თქვენ კითხავთ ბავშვს „აბა, როგორ მიდის საქმე სკოლაში?“, მაშინ მეტად სავარაუდოა, რომ პასუხად მიიღოთ „კარგად“. ხოლო თუ თქვენ ნამდვილად გსურთ გაიგოთ, როგორ ჩაიარა მისმა დღემ, მაშინ დაეხმარეთ ბავშვს: დაუსვით ისეთი კითხვა, რომელიც დაწვრილებით პასუხს მოითხოვს.
მაშ ასე, გთავაზობთ 25 კითხვას, რომლის დასმის შემდეგაც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ მოსწავლის საგაკვეთილო დღის შესახებ:
1. რა არის ყველაზე კარგი, რაც დღეს სკოლაში შეგემთხვა? რა არის ყველაზე ცუდი რაც სკოლაში შეგემთხვა?
2. მომიყევი რაიმე სასაცილო, რაზე გაგეცინა დღეს?
воскресенье, 31 июля 2016 г.
ლაბირინთების თამაშის 6 სასარგებლო თვისება
ლაბირინთებით
თამაში მხოლოდ გართობისა და მხიარულების საშუალება როდია, ასეთ თამაშები
საკმაოდ სასარგებლოა და ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას რამდენიმე
მიმართულებით.
გაგიზიარებთ ლაბირინთებით თამაშის 5 სასარგებლო თვისებას:
1. პრობლემების გადაჭრა –
ლაბირინთებით თამაში ხელს უწყობს სტრატეგიული აზროვნების განვითარებას:
ავითარებს დაგეგმვისა და სხვადასხვა სტრატეგიების გენერირების უნარს
(მაგალითად, როცა ბავშვი ცდილობს იპოვოს გზის გაკვლევის უფრო სწრაფი გზა,
იგი ცდილობს გაანალიზოს გზის პოვნა ლაბირინთის დასაწყისიდან უფრო ადვილი
იქნება თუ დასასრულიდან.
როგორ სკოლაში სწავლობენ Googleის, Apple-სა და Yahoo-ს თანამშრომლების შვილები
пятница, 29 июля 2016 г.
რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თამაში
როგორც კალიფორნია დევისის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ლინდა
აკრედოლო ამბობს, თამაში ბავშვს აძლევს საშუალებას შეისწავლოს მის ირგვლის
არსებული სამყარო, ჩაატაროს ბავშური ექსპერიმენტები, შეისწავლოს საკუთარი
შინაგანი ემოციური სამყარო და განავითაროს სოციალური უნარები. შესაძლებელია
ამ ყველაფერს თქვენ უყურებთ როგორც უბრალო ბავშურ თამაშს, რომელსაც
არანაირი დამატებითი სარგებელი არ მოაქვს, მაგრამ სინამდვილეში ამ დროს
ბავშვი საკმაოდ ბევრს “მუშაობს”. თამაშის დროს აქტიურად ხდება პრობლემების
გადაჭრა, სხვადასხვა უნარების გამომუშავება, ფიზიკური და გონებრივი
სირთულეების გადალახვა – სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს თამაშის დროს.
четверг, 25 февраля 2016 г.
15 რამ, რის გამოც შეიძლება პატიება ვთხოვოთ შვილებს
დიდმარხვის დაწყებამდე შენდობის კვირაა, დღე, როცა შეიძლება, ახლობლებს და
მეგობრებს პატიება ვთხოვოთ სხვადასხვა წყენისთვის. ხანდახან დაფიქრებაც
გვჭირდება, რომ გავიგოთ, რა უნდა გვაპატიონ სხვებმა. თუმცა რაღაც ყოველთვის
არსებობს.
ჩვენზე, მშობლებზე განაწყენების ყველაზე მეტი მიზეზი კი
ალბათ ბავშვებს აქვთ ხოლმე. აი, იმ მიზეზების სია, რომლებიც ალბათ თითქმის
ყველა ოჯახშია. ეს ის 15 წყენაა, რომლის გამოც შეიძლება,
ბავშვებს მიტევება ვთხოვოთ:
1. იმის გამო, რომ მათ პრობლემებს წვრილმანებად მივიჩნევთ ხოლმე.
2. ხშირად მეტისმეტად შეუვალები ვართ.
3. ხშირად რჩევებს ვაძლევთ მაშინ, როცა უბრალოდ მოსმენაა საჭირო.
4. არ ვაძლევთ უფლებას, ხანდახან მაინც დაუშვან შეცდომები.
суббота, 5 сентября 2015 г.
Почему родители всегда знают как правильно жить, и что в этом плохого
Подписаться на:
Сообщения (Atom)

