понедельник, 20 апреля 2015 г.

ვარჯიშები, რომლებიც ბავშვს ბგერა "რ"-ს სწორად წარმოთქმაში დაეხმარება

  ვარჯიშები, რომლებიც ბავშვს ბგერა "რ"-ს სწორად წარმოთქმაში დაეხმარება
პატარა ბავშვის სასაცილოდ დამახინჯებული ლაპარაკი ყველას გვართობს. 5-6 წლისთვის კი დიქცია საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდეს. თუ ამ ასაკშიც ბავშვი ზოგიერთ ბგერას ამახინჯებს, უკვე სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.

როგორც წესი, ყველაზე რთულად წარმოსათქმელი ბგერა გახლავთ "რ". მისი სრულყოფილად წარმოთქმისთვის სპეციალისტები რამდენიმე სავარჯიშოს გვთავაზობენ. ეს ვარჯიშები სამეტყველო აპარატის კუნთებს ააქტიურებს, რაც ბავშვს ბგერა "რ"-ს გამართულად წარმოთქმაში დაეხმარება. თან სპეციალისტის ჩარევაც აღარ იქნება საჭირო.

* ბავშვმა ცერა თითი ენის ქვეშ დაიდოს და ამოძრაოს მარჯვნივ-მარცხნივ.
* ტუჩები მკვეთრად გასწიოს განზე, თითქოს იღიმის, ენის წვერი გამოყოს და ზედა კბილებს გაუსვ-გამოუსვას, როგორც კბილების წმენდის იმიტაცია. პროცესის დროს არ უნდა შეეხოს ქვედა ყბას.
* ენის ტკაცუნი, რომელიც ცხენის ჭენების ხმას ჰგავს (ბავშვებისთვის კარგად ნაცნობია).
* ღრიალის იმიტაცია, ხმის ბოლომდე ამოშვება საჭირო არ არის, მთავარია პირის მოძრაობა. *ენის წვერით ცხვირის წვერზე შეხება სცადოს, შემდეგ ნიკაპისკენ წაიღოს. ასე განაგრძოს მონაცვლეობით.
*დაუსხით თეფშზე რძე ან წვენი და სთოვეთ პატარა ლეკვივით ენით შეხვრიპოს.
* ამეორებინეთ ენის გასატეხები.
ყველა შემთხვევაში თქვენი მცდელობა ბავშვს გასართობ, ხალისიან ქმედებად უნდა ექცეს და არა მომაბეზრებელ რუტინად.

Комментариев нет:

Отправить комментарий