суббота, 5 сентября 2015 г.

რატომ არასდროს ჭირვეულობენ იაპონელი ბავშვები

რატომ არასდროს ჭირვეულობენ იაპონელი ბავშვები - ეს მაგალითი ყველა მშობელს გამოადგება
ქვეყნის კულტურა და ტრადიციები ბავშვების აღზრდაზეც ახდენს გავლენას. მაგალითად, იაპონიაში მოხვედრილი უცხოელი სწრაფად ამჩნევს, რომ იქაური ბავშვები ჭირვეულები არ არიან. არც ისტერიკები ჩვევიათ, არც მშობლები ეჩხუბებიან უზნეო საქციელის გამო. რით არის გამოწვეული ეს უჩვეულო ჰარმონია? საქმე ისაა, რომ ძველად იაპონელი ქალებისთვის შრომა და ბავშვის მოვლა განცალკევებულად შეუძლებელი იყო. რაც არ უნდა ეკეთებინა დედას, ბავშვი ყოველთვის თან ჰყავდა სხეულზე მიკრული. ამის გამო ბავშვი ყველა ოჯახური საქმის თანამონაწილე იყო, ყველაფერს ერთად აკეთებდნენ. თან დედა განუწყვეტლივ ელაპარაკებოდა შვილს. საუკუნეების განმავლობაში ასეთმა მიჯაჭვულობამ თავისი
შედეგი გამოიღო - გარდა ზემოხსენებული ჰარმონიიისა, იაპონიაში ბევრი ისეთი შემთხვევაც ფიქსირდება, როცა ბავშვები ჯერ ლაპარაკს იწყებენ და შემდეგ სიარულს.
ბავშვების თან ტარების ტრადიცია იაპონიაში დღესაც შენარჩუნებულია. მაღაზიებში ჩვეულებრივი სამოსის გვერდით იყიდება სხვადასხვა ტიპის სლინგები, რათა დედამ ბავშვის სხეულზე მიკვრა შეძლოს. თანამედროვე იაპონიაში ბავშვებს მამაკაცებიც ისეთივე რუდუნებით უვლიან, როგორც ქალებს. მშობლები არასოდეს ამბობენ უარს შვილთან ფიზიკურ კონტაქტზე. ბავშვებს მშობლების გვერდით საშუალოდ 10 წლის ასაკამდე სძინავთ.
ასეთი მჭიდრო სიახლოვის გამო ბავშვი ეჩვევა, რომ სხვას ხელი არ უნდა შეუშალოს, რომ წყნარად უნდა მოიქცეს. ასე ეჩვევა ზრდილობასა და თავაზიანობასაც. იაპონელები არც უკმაყოფილებას გამოხატავენ ყვირილით - მზერა და ინტონაცია სავსებით საკმარისია. შვილები უსიტყვოდაც ხვდებიან, რას იქრობენ მათ საქციელზე მშობლები.
თანამედროვე იაპონელი ქალები, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, ან არ მუშაობენ, ან მინიმალური დატვირთვით შრომობენ, რათა დროს უმეტესი ნაწილი შვილებს მიუძღვნან.
გარკვეული კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ იაპონელი ბავშვები მშობლებისგან უფრო მეტ სითბოს იღებენ, ვიდრე მსოფლიოს სხვა ბავშვები. მომავალში სწორედ ეს მოქმედებს მათ ხასიათზე. ასევე კულტურული ტრადიციების ბრალია, რომ თავინთ ემოციებს მძაფრად არ გამოხატავენ. ამიტომ უცხო მათთვის ისტერიკა, ბუზღუნი და ჭირვეულობა.

Комментариев нет:

Отправить комментарий