воскресенье, 31 июля 2016 г.

ლაბირინთების თამაშის 6 სასარგებლო თვისება

mazeoლაბირინთებით თამაში მხოლოდ გართობისა და მხიარულების საშუალება როდია, ასეთ თამაშები საკმაოდ სასარგებლოა და ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით.
გაგიზიარებთ ლაბირინთებით თამაშის 5 სასარგებლო თვისებას:
1. პრობლემების გადაჭრა ლაბირინთებით თამაში ხელს უწყობს სტრატეგიული აზროვნების განვითარებას: ავითარებს დაგეგმვისა და სხვადასხვა სტრატეგიების გენერირების უნარს (მაგალითად, როცა ბავშვი ცდილობს იპოვოს გზის გაკვლევის უფრო სწრაფი გზა, იგი ცდილობს გაანალიზოს გზის პოვნა ლაბირინთის დასაწყისიდან უფრო ადვილი იქნება თუ დასასრულიდან.

2. ნატიფი მოტორიკა (fine motor) – ლაბირინთებში გზის პოვნა ბავშვისგან მოითხოვს საწერი კალმის კარგ მართვას, იმისთვის, რომ არ გადასცდეს გზის საზღვრებს. ამ პროცესის ხშირი გამოეორება კი ნელ-ნელა ავითარებს ნატიფი მოტორიკის უნარებს და პროგრესიც შესამჩნევი ხდება, რადგანაც რაც უფრო ხშირად თამაშობს ბავშვი ლაბირინთებით, მით უფრო ნაკლებია გზის საზღვრების გადაცდენის შემთხვევა და ვითარდება ნატიფი მოტორიკა, რაც აუცილებელია გამართული წერის უნარისთვის. აქედან გამომდინარე, ლაბირინთების თამაში კარგი საშუალებაა უშუალოდ ასოებისა და სიტყვების წერის შესწავლამდე ხელის გასავარჯიშებლად.
3. კონცენტრაცია – გზის პოვნა ლაბირინთში მოითხოვს ყურადღებასა და კონცენტრაციას, ხოლო ლაბირინთების თამაშის ხშირი გამოყენება ამ უნარს რა თქმა უნდა აუმჯობესებს. თუ ლაბირინთების სირთულე ნელ-ნელა იზრდება, პროგრესი ამ უნარების განვითარებაშიც გაიზრდება.  მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ლაბირინთის სირთულე აუცილებლად შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს და მისი განვითარების დონეს, რომ გაღიზიანება არ გამოიწვიოს, რა შემთხვევაშიც შეიძლება საერთოდ უარი თქვას ასეთ თამაშზე.
4. ვიზუალური მოტორიკა (visual motor) ანუ თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი – ლაბირინთებში გზის პოვნა ბავშვისგან მოითხოვს ლაბირინთის მთლიანი სურათის აღქმას ანუ მთლიანი ლაბირინთის სკანირებას, რათა  ამ გზით მოახერხოს შესაძლო გზების პოვნა. მთლიანი სურათის დანახვის ანუ სკანირების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია კითხვისა უნარის განვითარებისთვის, რადგანაც კითხვის დროს სწორედაც ფურცლის სკანირება ხდება მარცხნიდან მარჯვნივ მთლიანი სიტყვების აღსაქმელად.
5. სამუშაოს ეტაპებად დაყოფა – ლაბირინთებზე მუშაობა შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად. მაგალითად, შეგიძლიათ ბავშვს ურჩიოთ თავიდან გამოიყენოს ჯერ თითი გზის საპოვნელად, შემდეგ ფანქარი და ბოლოს როცა სწორი გზა საბოლოოდ ნაპოვნია, გამოიყენოს კალამი მთლიანი გზის მოსანიშნად. სამუშაოს ასე ეტაპებად დაყოფა საშუალებას აძლევს ბავშვს ფაქტიურად სამჯერ თანმიმდევრულად ამოხსნას ერთი ლაბირინთი, რაც საშუალებას აძლევს უფრო კარგად განამტკიცოს მისი უნარები და ასევე ნახოს, რომ სამუშაო შესაძლებელია დაიყოს ეტაპებად და ასე უფრო გამარტივდეს მისი შესრულება.
6. თავდაჯერებულობა – ლაბირინთების წარმატებით ამოხსნა დადებითად მოქმედებს ბავშვის თავდაჯერებულობაზე, რადგანაც იგი ხედავს, რომ შეუძლია თვითონ დამოუკიდებლად იპოვოს გზა და მიაღწიოს შედეგს. თავიდან ყოველთვის დაიწყეთ ძალიან მარტივი ლაბირინთებით და მიეცით ბავშვს საშუალება ამ გზით მიაღწიოს წარმატებას პირველივე მცდელობით. მხოლოდ ნელ-ნელა მიეცით მას საშუალება გადავიდეს რთულ ლაბირინთებზე, რათა მათი სირთულე შეესაბამებოდეს ბავშვის და ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებდეს მის თავდაჯერებულობაზე .
იმედია ამ ჩამონათვალმა დაგარწმუნათ იმაში, რომ ლაბირინთები ნამდვილად სასარგებლო თამაშია, სხვათა შორის არა მხოლოდ ბავშვებისთვის. ამ თამაშებს, როგორც აღმოჩნა, აქტიურად იყენებენ ასაკოვან ხალხთანაც, რადგანაც იგი ძალიან უწყობს ხელს ტვინის ვარჯიშს და არ აძლევს მოდუნების საშუალებას, რაც ხშირად ხდება პრობლემა ასაკში. ასე, რომ ღირს ნამდვილად საღამოობით ლაბირინთების ოჯახური თამაშების მოწყობა.
ინტერნეტში ბევრი გვერდს იპოვით, საიდანაც შეგიძლიათ ამობეჭდოთ სხვადასხვა სირთულის ლაბირინთები, მაგრამ მე მაინც გაგიზიარებთ რამდენიმე ბმულს:
  1. პატარა ჟირაფის Facebook გვერდის ლაბირინთების ალბომი – https://www.facebook.com/media/set/?set=a.553130468109279.1073741858.323295374426124&type=1
  2. ადვილი ლაბირინთები – http://krazydad.com/mazes/sfiles/KD_Mazes_EZ_v1.pdf
  3. საშუალო სირთულის ლაბირინთები – http://krazydad.com/mazes/sfiles/KD_Mazes_IM_v1.pdf
  4. რთული ლაბირინთები – http://krazydad.com/mazes/sfiles/KD_Mazes_CH_v1.pdf
  5. ძალიან რთული ლაბირინთები – http://krazydad.com/mazes/sfiles/KD_Mazes_TF_v1.pdf
  6. სუპერ რთული ლაბირინთები – http://krazydad.com/mazes/sfiles/KD_Mazes_ST_v1.pdf
  7. ძალიან მარტივი მხიარული ლაბირინთები – http://www.mrprintables.com/free-printable-mazes.html
წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий