ბევრი
მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შვილი მათ აფასებდეს, იყოს
დამჯერი და დამთმობი, პირველივე ჯერზე შეასრულოს თხოვნა და არასდროს
ურჩობდეს. ბევრი ფიქრობს, რომ ასეთი ქცევის აღზრდა იმ შემთხვევაში იქნება
შესაძლებელი, თუ მშობელი ბავშვისთვის იქნება ავტორიტეტი. თუმცა, ერთგულების
თეორიიდან გამომდინარე, ყოველი მშობელი თავდაპირველად ბავშვისთვის
ავტორიტეტს წარმოადგენს, ამიტომ
მისი სპეციალურად მოპოვება არ არის საჭირო,
უბრალოდ არ უნდა დავკარგოთ იგი. მითუმეტეს, რომ ასაკთან ერთად მშობლის
ავტორიტეტი შვილის თვალში მცირდება, უფრო სწორედ სხვა ფორმას ღებულობს და
ეს მექანიზმი ბუნების მიერ ბრძნულად არის შექმნილი, ვინაიდან, გაღმერთებული
მშობელი და მასზე სრულად დამოკიდებული ადამიანი სრულყოფილ და წარმატებულ
ცხოვრებას ვერასდროს ეღირსება. მოდით ,გავერკვეთ რა არის მშობლის
ავტორიტეტი და საჭიროა თუ არა მისი ბავშვებში აღზრდა.
სინამდვილეში, ნორმალურ ოჯახში, სადაც აღზრდას სათანადო დრო ეთმობა,
ბავშვი უმეტეს შემთხვევაში უჯერებს თავის მშობლებს. ურჩობის მომენტი
დროებით ხასიათს ატარებს ან სიღრმისეულ მიზეზთა შედეგს წარმოადგენს.
ერთ-ერთი ასეთი მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვთან ურთიერთობაში დაშვებული
შეცდომები.
მშობლების მიერ დაშვებული მცდარი ქცევებიდან გამოიყოფა შემდეგი - მათი
აზრით, ეს ქცევები ბავშვისგან სასურველი შედეგის მიღებაში დაეხმარებათ,
მაგრამ სინამდვილეში ისინი საწინააღმდეგო ეფექტს ატარებენ.
დათრგუნვით მიღწეული ავორიტეტი - მშობლის მიერ აღზრდის შესახებ
წარმოდგენილ ყველაზე ხშირად გავრცელებულ სტერეოტიპს წარმოადგენს. იმის
შიშით, რომ შვილის თვალში სუსტი და უნებისყოფო გამოჩნდება მშობელი (ხშირად
მამა) დასჯის გადამეტებულ ზომებს, სულ მცირე გადაცდომისთვისაც კი
მიმართავს. ხშირად ეს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაშიც ვლინდება.
აღზრდის ასეთი სტილი შვილს მშობლისადმი მხოლოდ შიშს და არა პატივისცემას
უყალიბებს. ამასთან ერთად, მსგავსი საქციელი ბავშვს ანახებს, რომ
ცხოვრებაში უმთავრესია ძალა და ვინც არის უფრო ძლიერი, მხოლოდ ის არის
მართალი.
პედანტიზმის ავტორიტეტი - ის წინა მეთოდს რაღაცით ჰგავს. მშობელი
ბავშვისგან თავისი მითითებების უსიტყვო მორჩილებას ითხოვს. როგორც წესი,
შვილის აზრის სრული უგულებელყოფა ხდება, ვინაიდან ერთადერთი მშობლის აზრია
ჭეშმარიტი. ამას საბოლოოდ იქამდე მივყავართ, რომ წლებთან ერთად ბავშვი
საკუთარი აზრისა და პოზიციის ფორმირებას ვერ სწავლობს, სხვისი მოთხოვნების
შესრულებას ეჩვევა და იმის ნაცვლად რომ საკუთარი ინიციატივა გამოავლინოს,
სხვისგან მითითებებს ელოდება.
ჭკუის სწავლების ავტორიტეტი - შედარებით რბილია, მაგრამ არა ნაკლებ
საზიანო. ამ მეთოდით მშობლები სხვადასხვა დარიგებებს, ვრცელ ახსნებს და
ჭკუის სასწავლებელ საუბრებს იყენებენ, რომ ამითი ბავშვი შეცდომის
დაშვებისაგან დაიცვან. მაგრამ მშობელი არ ითვალისწინებს, რომ სკოლამდელი
ასაკის ბავშვს ფიზიკურად არ ძალუძს მოისმინოს გრძელი ფრაზები, ხოლო
მოზარდებს ეს სიტყვები იმდენჯერ აქვთ გაგონილი და მობეზრებული, რომ ამ
ფრაზების მოსმენას თავს არიდებენ.
საკმაოდ გავრცელებულია სიყვარულის მცდარი ავტორიტეტი. ოჯახებში, სადაც ასეთი ტიპის ურთიერთობაა გამეფებული, ცდილობენ, რომ ირგვლიმყოფებზე (და არა ბავშვზე) თავიანთი სიყვარულის გადამეტებული დემონსტრირება მოახდინონ, ასეთი ტიპის არაგულწრფელი ქება და განდიდება იმაზეა გათვლილი, რომ საპასუხოდ შვილიც მშობლისადმი სიყვარულს გამოავლენს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ბავშვი, რომელიც არაგულწრფელ ემოციებს გრძნობს, შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს, პროტესტი ან აგრესია გამოავლინოს. ასაკთან ერთად მისთვის შესაძლოა ნორმადაც იქცეს, რომ სიყვარული - ეს “სავაჭრო-ფულად” საგანს წარმოადგენს.
საკმაოდ გავრცელებულია სიყვარულის მცდარი ავტორიტეტი. ოჯახებში, სადაც ასეთი ტიპის ურთიერთობაა გამეფებული, ცდილობენ, რომ ირგვლიმყოფებზე (და არა ბავშვზე) თავიანთი სიყვარულის გადამეტებული დემონსტრირება მოახდინონ, ასეთი ტიპის არაგულწრფელი ქება და განდიდება იმაზეა გათვლილი, რომ საპასუხოდ შვილიც მშობლისადმი სიყვარულს გამოავლენს, მაგრამ ამის სანაცვლოდ ბავშვი, რომელიც არაგულწრფელ ემოციებს გრძნობს, შეიძლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს, პროტესტი ან აგრესია გამოავლინოს. ასაკთან ერთად მისთვის შესაძლოა ნორმადაც იქცეს, რომ სიყვარული - ეს “სავაჭრო-ფულად” საგანს წარმოადგენს.
სიკეთის მცდარი ავტორიტეტის გამოყენებისას მშობლები ბავშვის ნებისმიერ
გამოხტომებს იტანენ და ეგუებიან, ისინი ბავშვს ყველაფრის უფლებას აძლევენ
და ეს დაუსჯელობის სინდრომს წარმოქმნის. აქედან გამომდინარე, ბავშვის
თვალში კეთილად წარმოჩენის და ყველანაირი კონფლიქტის არიდების მიზნით,
მშობლები საკუთარ შვილს საზღვრის გავლების უმნიშვნელოვანეს გამოცდილებას
ართმევენ. ბავშვებისთვის აუცილებელია შეზღუდვები, რათა იგრძნონ საყრდენი და
სამყაროში ორიენტაცია მოახდინონ. ამ გამოცდილების არარსებობის დროს ისინი
ზარალდებიან, რაც მკვეთრად ნეგატიურ და აგრესიულ ქმედებებში ვლინდება.
მცდარი ავტორიტეტის ერთ-ერთ სახეს მოსყიდვის ავტორიტეტი წარმოადგენს.
კარგი ქცევა იცვლება საჩუქარზე, სათამაშოზე ან ტკიბლეულზე, მომდევნო წლებში
კარგი სწავლა - ფულით ან მობილურით შეიძლება დაჯილდოვდეს, ანუ “სათამაშოს”
ღირებულება იზრდება. ბავშვის ქცევაზე ან სწავლის ხარისხზე გავლენის
მოხდენის ასეთი მეთოდი მის მიერ ძალიან სწრაფად ითვისება, რაც ოჯახში
პატარა მანიპულატორის გაჩენას იწვევს. არსებობს საფრთხე, რომ მატერიალური
მოტივაცია ამ ბავშვის ერთადერთი საშუალება გახდება, ანუ ის მხოლოდ მაშინ
მოიქცევა და ისწავლის კარგად, თუ ამისგან მატერიალურ სარგებელს მიიღებს.
ადამიანები, რომლებმაც კარიერაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს, შვილებთან
საკუთარი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენება შეუძლიათ. საკუთარი თავის
მაგალითად წარმოჩენით ისინი შვილებს მათდამი მიბაძვისკენ უბიძგებენ, რაც
ბავშვში მუდმივ შიშს წარმოქმნის (მე ვერასდროს მივაღწევ ამას). ასაკთან
ერთად ეს შიში არასრულფასოვნების განცდასთან ერთად, დიდი ალბათობით,
თვითდაურწმუნებლობაში გადაიზრდება. ამავე დროს ასეთ მშობელთან ურთიერთობა
თანდათანობით ჩუმ წინააღმდეგობაში აისახება - მოზარდი მისი
წარუმატებლობების ან სწავლაზე უარის თქმის გამო მშობელში შეგნებულად ან
გაუცნობიერებლად მუდმივ გაღიზიანებას გამოიწვევს.
თავისი მკაფიო გამოვლინებით ყველა ეს მეთოდი ბავშვის დამოუკიდებლობის
დაკნინებას ან პირიქით მის სრულ უკონტროლობას გამოიწვევს. ნებისმიერ
შემთხვევაში მშობელი მისადმი ავტორიტეტს კარგავს.
მთავარია - დროულად დავინახოთ საკუთარი მცდარი ქცევები, ვაღიაროთ ისინი
და მათ გამოსწორებაზე ვიზრუნოთ. რა თქმა უნდა, ამისი გაკეთება მაშინვე
რთულია და საკუთარი თავისადმი ქცევების მყისიერი გამოსწორება არ უნდა
მოვითხოვოთ.
თუმცაღა, თანდათანობით შეგვიძლია ვისწავლოთ, რომ საკუთარი ქცევებით დავიმკვიდროთ შვილში ავტორიტეტი. მთავარია, გვახსოვდეს შემდეგი:
1) ბავშვი პატივისცემის გამოვლინებას მაშინ სწავლობს, როცა თქვენ ამას
მისადმი, მეუღლისადმი და ირგვლიმყოფებისადმი ავლენთ. იმისთვის, რომ თქვენი
ავტორიტეტი პატივისცემას ეყრდნობოდეს, ის უნდა იყოს ორმხრივი. ამასთან
დაკავშირებით, აუცილებელია, რომ აღზრდისას ფიზიკური და ფსიქოლოგიური დასჯა
არ გამოვიყენოთ, რაც ბავშვის ღირსებას აკნინებს.
2) მიიღეთ ბავშვის როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ემოციები: ის, ვინც
შენ ისეთად მიგიღებს, როგორიც ხარ, პატივისცემას და ნდობას იმსახურებს.
3) ნდობა ურთიერთპატივისცემის გარეშე შეუძლებელია. იყავით პატიოსანი
ბავშვთან მიმართებაში, შეპირდით მხოლოდ იმას, რისი შესრულებაც შეგიძლიათ,
თქვენი სიტყვები ჭეშმარიტებას უნდა შეესაბამებოდეს. წვრილმანებშიც იყავით
პატიოსანი, ვინაიდან ზოგიერთი, ერთი შეხედვით “წვრილმანი,” შესაძლოა თქვენი
შვილის თვალში უმნიშვნელოვანეს ფაქტორად გადაიქცეს, ხოლო ბავშვები
სიყალბეს ადვილად ამჩნევენ.
4) საკუთარი შეცდომის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში პატიების
თხოვნაც უნდა შეგეძლოთ. ნუ შეგეშინდებათ, რომ ბავშვის თვალში სუსტი ან
არასერიოზული გამოჩნდებით. მართალი თუ არ ხართ და საკუთარ სიმართლეს მაინც
ამტკიცებთ, ეს უფრო დააზიანებს თქვენს ავტორიტეტს, ვიდრე ღირსეული აღიარება
და სიტუაციის გამოსწორება. ამავე დროს თქვენი ქცევით ბავშვი შეცდომის
აღიარებას ისწავლის.
5) განსაზღვრეთ და მის ფარგლებში ბავშვს თავისუფლება მიანიჭეთ. შვილთან
ერთად ოჯახური წესების ფორმულირება მოახდინეთ, რათა მან იგრძნოს, რომ მის
აზრსაც ითვალისწინებენ.
6) ბავშვისგან მოითხოვეთ ის, რასაც თქვენ თავადაც აკეთებთ. წინააღმდეგ
შემთხვევაში ბავშვი ინტუიციურად უსამართლობას და წყენას იგრძნობს. ამან
შეიძლება მასში წინააღმდეგობისა და პროტესტის გრძნობა გააჩინოს.
7) ბავშვი რაც უფრო იზრდება, მით უფრო მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ ერთი
ფაქტი - იგი დამოუკიდებელი პიროვნებაა, რომელსაც თქვენგან განსხვავებული
შეხედულებები და აზროვნება გააჩნია და, რა თქმა უნდა, მშობელს მათზე
გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია, მაგრამ ბავშვის იძულება, რომ თქვენი
აზრი უპირობოდ მიიღოს, სრულიად გამორიცხეთ, რადგან ეს ნეგატიურ შედეგამდე
მიგიყვანთ.
8) ნებისმიერ ასაკში ბავშვისადმი სიყვარულის გამოვლენა არ დაგავიწყდეთ,
რა თქმა უნდა, ასაკობრივი თავისებურებებიც გაითვალისწინეთ. თუ სკოლამდელი
ასაკის ბავშვის კოცნა და მოფერება ჩვეულებრივი მოვლენაა და ის ამას მხოლოდ
მიესალმება, მოზარდმა შესაძლოა ამის გამო უხერხულად იგრძნოს თავი.
აუცილებელია, ტაქტი და გულისხმიერება სრულად გამოვავლინოთ, რათა შვილს
საკუთარი სიყვარული დავანახოთ. ამითი თქვენ მის თვალში ნამდვილი ავტორიტეტი
გახდებით.
ერთი სიტყვით, მშობლის ავტორიტეტული პოზიცია შიშით და დაძალებით არ
იქმნება. მის საფუძველს ურთიერთნდობა, პატივისცემა და სიყვარული
წარმოადგენს.
http://codna.ge/ge/blog/view/25
Комментариев нет:
Отправить комментарий